სერგი კაპანაძე - „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის ძირითადი ნაწილი იმის მიხედვით დაკომპლექტდება, რა შედეგებს მიიღებენ ოლქებში მომუშავე კონკრეტული ადამიანები
სერგი კაპანაძე - „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის ძირითადი ნაწილი იმის მიხედვით დაკომპლექტდება, რა შედეგებს მიიღებენ ოლქებში მომუშავე კონკრეტული ადამიანები

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის ძირითადი ნაწილი იმის მიხედვით დაკომპლექტდება, რა შედეგებს მიიღებენ ოლქებში მომუშავე კონკრეტული ადამიანები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ პარტიის საარჩევნო სიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მუშაობა ეფუძნება იმას, რომ პარტიის ყველა წევრისთვის სამართლიანი გარემო იყოს შექმნილი და სიას ერთი ადამიანი არ წერდეს. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, სიის პირველი ნომერი პარტიის ლიდერი, დავით ბაქრაძე იქნება.

„ევროპული საქართველო“ ფოკუსირებულია იმაზე, რომ ჩვენი ხედვა, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ. შესაბამისად, ყველა სხვა პოლოტიკური საკითხი უკანა პლანზე გვაქვს გადადებული. ამიტომ ძირითადად ვლაპარაკობთ ჩვენს პროგრამაზე და არა ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიც არის მაგალითად სია. თუმცა დიდი ხანია, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სიის ძირითადი ნაწილი დაკომპლექტდება იმის მიხედვით, რა შედეგებს მიიღებენ ოლქებში მომუშავე კონკრეტული ადამიანები, ანუ მათი შედეგიდან გამომდინარე მოხდება სიაში მათი ადგილის განსაზღვრა.

შესაბამისად, ჩვენი სია, რიმელიც მალე გამოქვეყნდება, იქნება პირობითი, რადგან კანონი არ ითვალისწინებს იმას, რაზეც შიგნით ვართ შეთანხმებული. თავის დროზე ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მივმართეთ, რომ კანონით ყოფილიყო ეს საკითხი დარეგულირებული, თუმცა უარი გვითხრა. ამიტომ ჩვენი შიდა წესით ვარეგულირებთ. ეს არის პრინციპი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი მუშაობა – სამართლიანი გარემო იყოს ყველასთვის და ერთი ადამიანი არ წერდეს სიას, როგორც ეს ხდება ძალიან ბევრ პოლიტიკურ პარტიაში, თუ ყველაში არა. სიის პირველი ნომერი იქნება დავით ბაქრაძე“, – განაცხადა კაპანაძემ.