სერგი კაპანაძე - „ევროპულ საქართველოს“ კონკრეტულ კანდიდატებზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა საარჩევნო კამპანიის დაწყებისას, მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობა გვეყოლება
სერგი კაპანაძე - „ევროპულ საქართველოს“ კონკრეტულ კანდიდატებზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა საარჩევნო კამპანიის დაწყებისას, მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობა გვეყოლება

„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, იქნება ბლოკი, თუ ცალკე აღებული საარჩევნო სუბიექტი და პარტია, თავისი პრემიერობის კანდიდატი უნდა ჰყავდეს.

„მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იქნება მათი პრემიერობის კანდიდატი“,- დასძინა კაპანაძემ.

ამასთან, კაპანაძე ამბობს, რომ „ევროპულ საქართველოს“ კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ გაწყვეტილება არ მიუღია.

„მაგრამ სხვა პოლიტიკური ძლების მხრიდან იმაზე ინსინუაცია, რომ მათ არ მოსწონთ მათი კონკურენტის კონკრეტული კანდიდატი, ან რომელიმე კონკრეტული ლიდერი, მაშინ, როდესაც ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაწყებულა, არჩევნების შედეგები არ დამდგარა, არის უბალოდ კინკლაობის გამოწვევა, კონფლიქტის გაღვივების მცდელობა და მეტი არაფერი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნის შემდგომი პრემიერ-მინისტრი ვინ იქნება, გადაწყვეტს ხალხი იმ კონფიგურაციის შედეგად, რომელიც დაჯდება პარლამენტში არჩევნების შემდეგ.

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, წინასწარ საუბარი, რომ ვიღაცას, რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსი არ მოწონს, არის კონფლიქტის მცდელობა და უშინაარსო დებატი.ისეთ თემებზე, რომლებსაც ამ წუთში შინაარსი და აზრი არ გააჩნიათ, ბუნებრივია, კინკლაობა აღიქმება საზოგადოების მიერ რაღაც სკამების გადანაწილებად და მგონია, რომ არის სრულიად არაპროდიუქტიული, არაფრის მომტანი“,- განაცხადა კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის განმარტებით, კონკრეტულ კანდიდატებზე „ევროპულ საქართველოს“ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს, თუმცა საარჩევნო კამპანიის დაწყების დროს სავარაუდო კაბინეტის შემადგენლობა ეყოლებათ.

„კონკრეტულ კანდიდატებს რაც შეეხება, „ევროპული საქართველოდან“, ეს იქნება გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, გიგი უგულვა ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, ამასთან დაკაშირებით „ევროპულ საქართველოს“ მიღებული გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, როდესაც კამპანიას დავიწყებთ, გვეყოლება ჩვენი კანდიდატიც, ჩვენი სავარაუდო კაბინეტის შემადგენლობაც.

მიმაჩნია, რომ ეს არის ნორმალური ამბავი, როდესაც პოლიტიკური ძალა არჩევნებში გასვლამდე ამბობს, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შემდეგ ჩაიბარებენ ქვეყანას. ამაზე თუ ვინმეს აქვს განსხვავებული პოზიცია და ვიღაც კონკრეულად არ მოსწონს, ეს არის მისი პრობლემა, თუმცა ახლა ამაზე დისკუსია და ამ თემის ხელოვნურად შემოტანა,  უბრალოდ არაპროდუქტიული და არაფრის მომტანია“,- აღნიშნა სერგი კაპანაძემ.