სერგი კაპანაძე - ევროკავშირის მოხსენებაში კარგად ჩანს, რომ ევროპელი პარტნიორები ზუსტად აცნობიერებენ, რა არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი
სერგი კაპანაძე - ევროკავშირის მოხსენებაში კარგად ჩანს, რომ ევროპელი პარტნიორები ზუსტად აცნობიერებენ, რა არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ევროკავშირის ანგარიშს ეხმაურება. კაპანაძის შეფასებით, მოხსენებაში ჩანს, რომ ევროპელი პარტნიორები კარგად აცნობიერებენ, რა არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. კერძოდ, კაპანაძის განმარტებით, უნდა მოხდეს შეთანხმება, რომელიც განმუხტავს კრიზისს.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ „შეთანხმება, რომელიც მოიცავს პოლიპატიმრების საკითხს, საარჩევნო რეფორმას და ახალ არჩევნებს, კრიზისის განსამუხტად ერთადერთი სწორი გზა იქნება“.

„ევროკავშირის მოხსენებაში ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ზუსტად აცნობიერებენ იმას, თუ რა არის გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან, რომ უნდა მოხდეს დიდი შეთანხმება, რომელიც ამ კრიზისს განმუხტავს. ეს არის სწორედ ის, რაზეც „ევროპული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები მივუთითებთ და მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, რომ ნაბიჯები გადმოდგას. დიდი შეთანხმება, რომელიც მოიცავს პოლიტიკური პატიმრების საკითხს, საარჩევნო რეფორმას და, რაც მთავარია, ახალ არჩევნებზე შეთანხმებას, იქნება ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ძალიან მძიმე კრიზისს განმუხტავს“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა.