სერგი კაპანაძე - დიალოგის ამოცანაა, ისეთ საარჩევნო სისტემაზე შევთანხმდეთ, რომელიც პროპორციულად ასახავს ხალხის ნებას პარლამენტში
სერგი კაპანაძე - დიალოგის ამოცანაა, ისეთ საარჩევნო სისტემაზე შევთანხმდეთ, რომელიც პროპორციულად ასახავს ხალხის ნებას პარლამენტში

პოლიტიკური დიალოგის და მოლაპარაკებების ამოცანა არის, რომ ისეთ საარჩევნო სისტემაზე შევთანხმდეთ, რომელიც პროპორციულად ასახავს ხალხის ნებას პარლამენტში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ოპოზიციის შეთავაზება ემსახურება იმას, რომ რამდენი ადამიანის დაუჭერს რომელიმე პარტიას ხმას შესაბამის ან მიახლოებული წარმომადგენელი მაინც ჰყავდეს ამ პარტიას პარლამენტში.

„ჩვენ მზად ვართ, ამ პრინციპის ირგვლივ ადეკვატური მუშაობა გავაგრძელოთ. ჩვენს მიერ გაკეთებული შეთავაზებები სწორედ ამას ემსახურებოდა, როგორც პროპორციული ასევე გერმანული მოდელი და მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები ამ მიზანს ისახავს. რაც შეეხება „ქართულმა ოცნების“ შემოთავაზებას 100/50, ეს ამ მიზანს არ ისახავს. შესაძლებელია, რომელიღაც პარტიამ მაგალითად, მიიღოს მოსახლეობის მხარდაჭერის ერთი მესამედი და მას ჰყავდეს უმრავლესობა პარლამენტში. ჩვენთვის ამოსავალი წერტილია ადეკვატური წარმომადგენლობა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.