სერგი კაპანაძე - დარწმუნებული ვართ, „ქართული ოცნება“ ქცევის კოდექსის არც ერთ დებულებას არ შეასრულებს, ამიტომ „ევროპული საქართველო“ მასთან ერთად ხელს არაფერს მოაწერს
სერგი კაპანაძე - დარწმუნებული ვართ, „ქართული ოცნება“ ქცევის კოდექსის არც ერთ დებულებას არ შეასრულებს, ამიტომ „ევროპული საქართველო“ მასთან ერთად ხელს არაფერს მოაწერს

დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ ქცევის კოდექსის არც ერთ დებულებას არ შეასრულებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ქცევის კოდექსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდთან ერთად ხელს არაფერს მოაწერს, თუმცა კოდექსის პრინციპებს ეთანხმება.

„მთავარი პრობლემა არის „ქართული ოცნება“, რომელიც დარწმუნებული ვართ, რომ არც ერთ დებულებას, რაც ქცევის კოდექსში წერია, არ შეასრულებს. ასეთი გამოცდილება გვაქვს წინა არჩევნებზე. ისინი ყოველთვის იყენებდნენ ძალადობას, მუქარას, დაშინებას, მოსყიდვას და სხვ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად „ევროპული საქართველო“ ხელს არაფერს მოაწერს, თუმცა „ევროპული საქართველო“ ყოველთვის იმ პრინციპებით ხელმძღვანელობს, რომელიც ზოგადად ქცევის კოდექსში არის მოცემული, რაც ეხება წინასაარჩევნოდ ქცევის წესებს, ადმინისტრაციული რესურსის არ გამოყენებას, ძალადობის არ გამოყენებას. ამიტომ ეგ პრინციპები ჩვენთვის მისაღებია და მას მთლიანად ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცესკო-მ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიმუშავა.