სერგი კაპანაძე და გიგა ბოკერია აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდნენ
სერგი კაპანაძე და გიგა ბოკერია აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე და ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდნენ.

სერგი კაპანაძის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს, მათ შორის ქვეყნის ევროინტეგრაციასა და ნატოსთან ურთიერთობაზე, ასევე 20 ივნისთან დაკავშირებით,

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე, ნატო-სთან ურთიერთობაზე, ამერიკასთან ურთიერთობასა და ევროინტეგრაციაზე, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებზე, რასაკვირველია, დემოკრატიის კუთხით, ძალადობასთან დაკავშირებით, მათ შორის, 20 ივნისის მოვლენების კონტექსტში“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, ვიცე-სპიკერის თქმით, საუბარი შეეხო რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას.