სერგეი სტანიშევი - დღეს თქვენ ცხოვრობთ უფრო თავისუფალი ცხოვრებით, რაც ასევე „ქართული ოცნების“ და მთავრობის მიღწევაა 
სერგეი სტანიშევი - დღეს თქვენ ცხოვრობთ უფრო თავისუფალი ცხოვრებით, რაც ასევე „ქართული ოცნების“ და მთავრობის მიღწევაა 

„ევროპის სოციალისტური პარტიის“ პრეზიდენტი სერგეი სტანიშევი აცხადებს, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება პროცესებს საქართველოში, ევროპარლამენტის რეგულარული ანგარიშები და ქვეყნის პროგრესი უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებსა და მიღწევებს.

როგორც სერგეი სტანიშევი აცხადებს, „ევროპის სოციალისტურ პარტიას“, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის ყველა დემოკრატიულ პარტიას, ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს „ქართულ ოცნებასთან, რომელიც ორი წლის წინ შეუერთდა მათ ოჯახს.

„დემოკრატია გაუმჯობესების მუდმივი პროცესია და არასდროსაა სრულყოფილი. თქვენ დაიწყეთ ძალიან ავტორიტარული წესებიდან, რომელიც შექმნა სააკაშვილმა, რეალურად კანონის უზენაესობის, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსის გარეშე. ვფიქრობ, გულწრფელები უნდა იყოთ და ჰკითხოთ საკუთარ თავს, ცხოვრობს თუ არა უფრო თავისუფალი ცხოვრებით, თავისუფალი საზოგადოებით დღეს და პასუხი იქნება, რა თქმა უნდა, დიახ. ეს ასევე პარტია „ქართული ოცნების“, მთავრობის მიღწევაა. ევროკავშირი ძალიან ყურადღებით აკვირდება პროცესებს საქართველოში, ევროპარლამენტის რეგულარული ანგარიშები და ქვეყნის პროგრესი უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებსა და მიღწევებს. ვფიქრობ”, ფაქტი, რომ ქართველებს შეუძლიათ, ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციის სისტემით, სწორედ ამ რეალური პროგრესის,  ასევე „ქართული ოცნების“, მმართველი პარტიისა და მთლიანად ქართული საზოგადოების დამსახურებაა”, – განაცხადა სერგეი სტანიშევმა.

სერგეი სტანიშევი თბილისში, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით მიმდინარე „პროგრესული ალიანსის“ (PA) საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.