სერგეი სკრიპალის ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
სერგეი სკრიპალის ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

რუსი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილის, იულია სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე აღარ არის.  პაციენტი გამოჯანმრთელების პროცესშია. ინფორმაციას მისი პირადი ექიმი ავრცელებს.

იულიას მამის, სერგეი სკრიპალის მდგომარეობა კი კვლავ კრიტიკულად მძიმეა, თუმცა სტაბილური.

მამა და შვილი სკრიპალები 4 მარტს სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება “ნოვიჩოკით” მოწამლეს, რომელიც დიდი ბრიტანეთის ვერსიით, რუსული წარმომავლობისაა.

სკრიპალების მოწამვლის ფაქტი  საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალის მიზეზი გახდა.

დატოვე კომენტარი