სერგეი შოიგუმ უკრაინული დრონებისგან შავი ზღვის ფლოტის დაცვის გაძლიერების განკარგულება გასცა
სერგეი შოიგუმ უკრაინული დრონებისგან შავი ზღვის ფლოტის დაცვის გაძლიერების განკარგულება გასცა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინული დრონებისგან შავი ზღვის ფლოტის დაცვის გაძლიერების განკარგულება გასცა. თავდაცვის უწყების ცნობით, შოიგუმ მოინახულა შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტი და მეთაურობას დაავალა უკრაინის თავდასხმების მოსაგერიებლად დღისა და ღამის წვრთნების ჩატარება.

შოიგუმ ასევე გასცა განკარგულება, გაძლიერდეს ფლოტის ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვა, კერძოდ, ხომალდებზე დამატებით განთავსდეს მსვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები.

შოიგუმ ასევე ოკუპირებულ სევასტოპოლში ახალი სამხედრო ჰოსპიტლის მშენებლობა მოინახულა.