სერგეი შოიგუ - სომხეთში მდებარე რუსული ბაზა კავკასიაში სტაბილურობის გარანტია
რუსეთი სომხეთში დისლოცირებული ბაზის გაძლიერებას აპირებს. ამის შესახებ განცხადება გიუმრიში მდებარე სამხედრო ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ნიკოლაი მარტინიუკმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს სომხეთში ვიზიტისას განაცხადა.
თავის მხრივ, რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ გიუმრიში მდებარე რუსული ბაზა „კავკასიაში სტაბილურობის გარანტია“. მისივე თქმით, სომხეთი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ და შესაბამისი გეგმა 60 ერთობლივი ღონისძიების ჩატარებას ითვალისწინებს.
102-ე რუსულ ბაზას ორი გარნიზონი აქვს გიუმრისა და ერევანში. სომხეთში რუსული ბაზა 1995 წლიდანაა დისლოცირებული.