სერგეი შოიგუ - რუსეთი შეშფოთებულია ევროპის აქტიური მილიტარიზაციისკენ მიმართული ნატო-ს კურსით
რუსეთი შეშფოთებულია ევროპის აქტიური მილიტარიზაციისკენ მიმართული ნატო-ს კურსით, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ საბერძნეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან, პანოს კამენოსთან შეხვედრისას განაცხადა.
„შეშფოთების ვადევნებთ თვალს ევროპული კონტინენტის აქტიური მილიტარიზაციისკენ მიმართულ ნატო-ს კურსს. ვხედავთ, როგორ ხორციელდება ნატო-ში ახალი ქვეყნების ჩართვის ძალისხმევა. პირველ რიგში, ბალკანეთის ქვეყნებს ვგულისხმობ“, – აღნიშნა შოიგუმ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ნატო-ს წვრთნების ინტენსივობისა და მასშტაბის გაზრდის გამო.
„გთავაზობთ, განვიხილოთ ნატო-ს უცხოური ქვეყნების კონტინგენტების, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების, საბერძნეთის ტერიტორიაზე გაძლიერების საკითხები. აღნიშნულ პროცესს ჩვენს საზღვრებთანაც ვაფიქსირებთ. დღეს ნატო-ს სამხედრო აქტიურობამ „ცივი ომის“ შემდგომ უმაღლეს დონეს მიაღწია. გაიზარდა ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ღონისძიებების ინტენსივობა და მასშტაბი“, – აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.