სერგეი შოიგუ - მარიუპოლისა და ბერდიანსკის საზღვაო ნავსადგურები ნორმალურ რეჟიმში მუშაობენ და მზად არიან მარცვლეულის გადასაზიდად
სერგეი შოიგუ - მარიუპოლისა და ბერდიანსკის საზღვაო ნავსადგურები ნორმალურ რეჟიმში მუშაობენ და მზად არიან მარცვლეულის გადასაზიდად

მარიუპოლისა და ბერდიანსკის საზღვაო ნავსადგურები ნორმალურ რეჟიმში მუშაობენ და მზად არიან მარცვლეულის გადასაზიდად, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, მარიუპოლის ნავსადგურის განაღმვის სამუშაოები დასრულდა, ის ნორმალურად მუშაობს და უკვე მიიღო პირველი სატვირთო გემები.

„მარიუპოლში ეტაპობრივად აღდგება წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება საცხოვრებელ ადგილებში, იწმინდება ქუჩები, დაიწყო პირველი სოციალური ობიექტების მუშაობა“, – განაცხადა შოიგუმ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროების საერთო რაოდენობამ 6 489-ს მიაღწია.