სერგეი შოიგუ ირანში ჩავიდა

23:17, 19.09.2023

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით, რუსეთის დელეგაცია თეირანში, ირანის სამხედრო ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა. ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

„ვიზიტის ფარგლებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია არაერთ მოლაპარაკებას გამართავს ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ხელმძღვანელობასთან“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათსავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს რუსეთ-ირანის სამხედრო კავშირების განმტკიცებას და გახდება მნიშვნელოვანი ეტაპი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში.

მსგავსი