სერგეი რიაბკოვი - უკრაინის შესახებ რუსეთის ძირითად ამოცანებთან დაკავშირებით დათმობებზე საუბარიც შეუძლებელია
უკრაინის შესახებ რუსეთის ძირითად ამოცანებთან დაკავშირებით დათმობებზე საუბარიც შეუძლებელია, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ალასკაში შეხვედრისას განხილული სხვადასხვა ელემენტი თავისთავად წარმოადგენს კომპრომისულ გადაწყვეტილებებს.
„საუბარი არ შეიძლება არანაირ დათმობებზე, ჩვენ წინაშე არსებული ამოცანების, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაციის კონტექსტში. საკვანძო მომენტებისადმი ჩვენი მიდგომების არანაირ დათმობაზე არ იქნება საუბარი. ხაზს ვუსვამ, რომ ანკორიჯის სხვადასხვა ელემენტი თავისთავად წარმოადგენს კომპრომისულ გადაწყვეტილებებს, ამის შესახებ ასევე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა“, – აღნიშნა რიაბკოვმა.
როგორც როაბკოვმა აღნიშნა, რუსეთი არ არის მზად, საჯაროდ განიხილოს აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის დეტალები.
„ჩვენ არ ვართ მზად, საჯაროდ განვიხილოთ მიმდინარე მოვლენების გარკვეული დეტალები, მათ შორის ამ სამშვიდობო გეგმის სხვადასხვა ვერსია. საბოლოო ჯამში, დიალოგის პროცესის გასაგრძელებლად დრო და ყურადღებაა საჭირო“, – განაცხადა რიაბკოვმა.
როგორც მინისტრის მოადგილის განაცხადა, დიპლომატიური ძალისხმევა სიჩუმეს საჭირობს.
„მოლაპარაკებები შეიძლება იყოს პროდუქტიული და შედეგიანი, როდესაც მინიმუმამდეა დაყვანილი გარე ზეწოლის რისკები. აქ კი ჩვენ ვხედავთ, რომ მედიასაშუალებების მთელი რიგი გამოიყენება, როგორც საინფორმაციო ომის იარაღი“, – აღნიშნა რიაბკოვმა.