სერგეი რიაბკოვი - რუსეთსა და აშშ-ს შორის ერ-რიადში 25 თებერვალს შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს
სერგეი რიაბკოვი - რუსეთსა და აშშ-ს შორის ერ-რიადში 25 თებერვალს შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს

რუსეთსა და აშშ-ს შორის ერ-რიადში 25 თებერვალს შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

ამის შესახებ რიაბკოვმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„ამას ვერ დავადასტურებ. ერ-რიადში არანაირი შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

მანამდე არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგელებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 25 თებერვალს ერ-რიადში გაიმართება.