სერგეი რიაბკოვი - მეზობელ ქვეყნებთან ვმუშაობთ შეთანხმებებზე, რაც მოსკოვს მათ ლაბორატორიებში შეხედვის საშუალებას მისცემს
სერგეი რიაბკოვი - მეზობელ ქვეყნებთან ვმუშაობთ შეთანხმებებზე, რაც მოსკოვს მათ ლაბორატორიებში შეხედვის საშუალებას მისცემს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთი მუშაობს მეზობელ ქვეყნებთან შეთანხმებაზე, რომელიც მოსკოვს საშუალებას მისცემს ამ სახელმწიფოების ტერიტორიაზე მდებარე ლაბორატორიების მუშაობა გამჭვირვალე იყოს. ეს განცხადება რიაბკოვმა ტელეკომპანია „რასია 1“-ის ეთერში გააკეთა.

„ჩვენ ვმუშაობთ შეთანხმებებსა და პროტოკოლებზე მეზობელ ქვეყნებთან, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ გამჭვირვალობა და მოგვცემს შესაძლებლობას, ამ ლაბორატორიებში შიგნით შევიხედოთ, მათ შორის იმ ლაბორატორიებში, რომლებიც პენტაგონიდან ფინანსდებიან“, – განაცხადა რიაბკოვმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ ისაუბრა „სხვადასხვა დაავადების ხელოვნურად გავრცელების საფრთხეზე, რაც ბიოლოგიურ ლაბორატორიებთანაა დაკავშირებული“.

ამ კონტექსტში მან ახსენა თბილისში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

ქართულმა მხარემ არაერთხელ შესთავაზა რუს სპეციალისტებს ესტუმრონ თბილისს და ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის მუშაობას თავად გაეცნონ.