სერგეი რიაბკოვი - არ ვაპირებთ, თავს დავესხათ ევროკავშირის ან ნატო-ს ქვეყნებს, რუსეთი არ მისდევს დაპყრობით მიზნებს, მზად ვართ, ეს თუნდაც იურიდიულად დავაფიქსიროთ
სერგეი რიაბკოვი - არ ვაპირებთ, თავს დავესხათ ევროკავშირის ან ნატო-ს ქვეყნებს, რუსეთი არ მისდევს დაპყრობით მიზნებს, მზად ვართ, ეს თუნდაც იურიდიულად დავაფიქსიროთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, იურიდიულად დააფიქსიროს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ზე თავდასხმას არ აპირებს.

აღნიშნულის შესახებ სერგეი რიაბკოვმა სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, თავს დავესხათ ევროკავშირის ან ნატო-ს ქვეყნებს. რუსეთი არ მისდევს დაპყრობით მიზნებს, რომელსაც მას მიაწერენ, როგორც უკვე აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმაც. ჩვენ მზად ვართ, თუნდაც წერილობით, იურიდიულად დავაფიქსიროთ ეს, მიმდინარე კრიზისის პოტენციური დარეგულირების კონტექსტში, თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპზე დაფუძნებით“, – განაცხადა რიაბკოვმა.