სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით უმაღლეს დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვას არ გამორიცხავს
მოსკოვი არ გამორიცხავს აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით უმაღლეს დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
თუმცა, მისი თქმით, შეხვედრისთვის უშუალო მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებამდე ჯერ უნდა განისაზღვროს შეხვედრის დღის წესრიგი და განსახილველი თემები.
„აქ მთავარი საკითხი ისაა, რა ფორმულირება ექნება შეხვედრის შინაარს, როგორი იქნება დღის წესრიგი და რას შეიძლება ველოდოთ შედეგად“, – აცხადებს რიაბკოვი.