სერგეი ლავროვმა თურქეთსა და სომხეთს ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოუწოდა
სერგეი ლავროვმა თურქეთსა და სომხეთს ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოუწოდა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქეთისა და სომხეთის რესპუბლიკებს ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოუწოდა.

„მხარეები მთიანი ყარაბაღის რეგიონის საკითხის გადაწყვეტის პროცესს განსხვავებულად ხედავენ, მაგრამ ახლა, როდესაც ეს ომი დასრულდა, არსებობს საფუძველი პოლიტიკური პროცესის, სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვის. შესაბამისად, ლოგიკური იქნება, სომხეთმა და თურქეთმა განაახლონ ძალისხმევა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, კრემლი მხარს დაუჭერს ამ პროცესს.

მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ თურქეთი „პოზიტიურ სიგნალებს“ უგზავნის ოფიციალურ ერევანს და ის მზად არის, ანალოგიური სახის რეაგირება მოახდინოს.

„ჩვენ შევაფასებთ ამ ჟესტს და დადებით სიგნალებს პოზიტიურ პასუხს გავცემთ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

დატოვე კომენტარი