სერგეი ლავროვმა საქართველოს პირველი არხისა და „იმედის“ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

თქვენ ავადმყოფები ხართ, გოგონებო, – ასე მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟენევაში საქართველოს პირველი არხისა და „იმედის“ ჟურნალისტებს.

ქართველმა ჟურნალისტებმა ლავროვს ჰკითხეს, აპირებს თუ არა თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტერიალზე დასწრებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა და მათ ავადმყოფი უწოდა.