სერგეი ლავროვმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბრისას სირიის საკითხზე გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი განიხილეს

23:17, 24.10.2019

სირიის საკითხზე გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი იყო რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მთავარი თემა.

სერგეი ლავროვმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ მემორანდუმის რეალიზაციის მიმდინარეობა განიხილეს, რომელსაც 22 ოქტომბერს სოჭში მოეწერა ხელი. მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ ძალისხმევის კოორდინაცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ვითარების სწრაფად სტაბილიზაციისთვის.

აღსანიშნავია, რომ 10 პუნქტიანი შეთანხმება თურქეთ-სირიის საზღვართან ე.წ უსაფრთხო ზონაში, თურქი და რუსი შეიარაღებული ძალების მიერ ერთობლივ პატრულირებას ითვალისწინებს.

მსგავსი