სერგეი ლავროვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი და ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, ისრაელის თავისუფალ სავაჭრო ზონასა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის ხელშეკრულების გაფორმება დააჩქარონ

09:24, 13.09.2019

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოჭში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, დააჩქარონ ისრაელის თავისუფალ სავაჭრო ზონასა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის ხელშეკრულების გაფორმება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, მხარეებმა სირიის საკითხიც განიხილეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოჭში ისრაელის საპარლამენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე ჩავიდა.

მსგავსი