სერგეი ლავროვი - ზოგიერთმა სახელმწიფომ ბოლო დროს ნაპირი დაკარგა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე პრეტენზია გამოთქვა
სერგეი ლავროვი - ზოგიერთმა სახელმწიფომ ბოლო დროს ნაპირი დაკარგა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე პრეტენზია გამოთქვა

ზოგიერთმა სახელმწიფომ ბოლო დროს ნაპირი დაკარგა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე პრეტენზია გამოთქვა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს სახელმწიფოები არ იწუხებენ თავს თავიანთი გეგმებისთვის რაიმე სამართლებრივი საფუძვლის წარმოდგენით.

ლავროვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს საერთაშორისო სამართალი, არამედ აქვს საკუთარი მორალი და ინსტინქტები.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მსოფლიო წესრიგი ამჟამად გარდაქმნის შუაგულშია და წამყვანი პოზიციებისთვის ბრძოლა სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხს წარმოადგენს.

„და მართლაც, იქმნება სიტუაცია, როდესაც დასავლეთი, თავისი დაუოკებელი ჰეგემონიური ამბიციებით, როგორც ამბობენ, კლინჩში შევიდა გლობალური უმრავლესობის სურვილთან, გადალახოს არსებული გამოწვევები თანასწორობის, სამართლიანობის ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაერო-ს წესდების პრინციპების საფუძველზე“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

რუსეთს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, მოსკოვი კვლავ ღიაა დასავლეთთან დიალოგისთვის, თუმცა, მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, ახლა უფრო აგრესიულად გააგრძელებს მომავალი შეთანხმებების განხორციელებას.