სერგეი ლავროვი - ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის შესაბამისად, რაც შეეხება იარაღის მიწოდებას უკრაინაში, ჩვენ ვხედავთ, რამდენად საშიშია ეს ქმედებები, ევროკავშირის ქმედებების ჩათვლით
სერგეი ლავროვი - ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის შესაბამისად, რაც შეეხება იარაღის მიწოდებას უკრაინაში, ჩვენ ვხედავთ, რამდენად საშიშია ეს ქმედებები, ევროკავშირის ქმედებების ჩათვლით

თავდაცვის სამინისტრომ ახსნა სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობა, ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის შესაბამისად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება იარაღის მიწოდებას უკრაინაში, ხედავენ, რამდენად საშიშია ეს ქმედებები.

სერგეი ლავროვმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „თუ გაქვთ გამოთვლილი ღირებულება ბრძოლების, რომელიც მიმდინარეობს, როგორ განსაზღვრავთ ზარალს რუსული მხარისთვის და რას იტყვით იარაღის მიწოდებაზე“.

„თარგმანში ვერ გავიგე ბოლომდე კითხვა, მაგრამ თუ ლაპარაკობთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობაზე, თავდაცვის სამინისტრომ ახსნა ოპერაციის მიმდინარეობა, ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის შესაბამისად. რაც შეეხება იარაღის მიწოდებას უკრაინაში, ჩვენ ვხედავთ, რამდენად საშიშია ეს ქმედებები, ევროკავშირის ქმედებების ჩათვლით. ხდება საბრძოლო იარაღის მიწოდება, მაგალითად, ეს არის გადასატანი კომპლექსები, რომელიც შეიძლება, ტერორისტებს ჩაუვარდეთ ხელში.  სად აღმოჩნდება გადასატანი საარტილერიო სისტემები, ეს გვაინტერესებს ჩვენ და ჩვენ გვსურს, რომ დასრულდეს ის საფრთხე, რომელიც მომდინარეობს ასეთი იარაღის მიწოდებისგან. ეს იქნება ხანგრძლივი საფრთხე და შეიძლება, ეს იარაღი დაიქსაქსოს მთელ ევროპაში“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა. მათ თურქმა კოლეგამ, მევლუთ ჩავუშოღლუმ უმასპინძლა.