სერგეი ლავროვი ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკას აკრიტიკებს
სერგეი ლავროვი ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკას აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკას აკრიტიკებს.

დიპლომატის თქმით, ვაშინგტონის პროვოკაციები და მცდელობები სხვა არაფერია, თუ არა სამხედრო ინტერვენციისთვის საბაბის შექმნა.

სერგეი ლავროვი ასევე გმობს და უსარგებლოს უწოდებს ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორების მცდელობას და აცხადებს, რომ ვენესუელას წინააღმდეგ ვაშინგტონის მუქარა კონტრპროდუქტიულია.

ვაშინგტონი ვენესუელას ლეგიტიმურ მმართველად ხუან გუაიდოს აღიარებს, რომელიც 6 თებერვალს მიწვეული სტუმრის სტატუსით, კონგრესში დონალდ ტრამპის ყოველწლიურ მიმართვას ესწრებოდა. პრეზიდენტმა ხუან გუაიდოს თეთრ სახლშიც უმასპინძლა.