სერგეი ლავროვი – უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე იერიში სცადა, მოლაპარაკებებში მოსკოვის პოზიცია გადაიხედება

19:37, 29.12.2025

უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე იერიში სცადა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„კიევის რეჟიმის სახელმწიფო ტერორის პოლიტიკის საბოლოო ტრანსფორმაციის გათვალისწინებით, მოლაპარაკებებში მოსკოვის პოზიცია გადაიხედება“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, 28-29 დეკემბერს კიევმა პუტინის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმა 91 უპილოტო საფრენი აპარატით სცადა, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რუსულმა მხარემ ყველა დრონი გაანადგურა.

მსგავსი