სერგეი ლავროვი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

16:26, 21.10.2020

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ცალ-ცალკე შეხვდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

განცხადების თანახმად, მათ ასევე იმსჯელეს კონფლიქტის დასარეგულირებლად პირობების შექმნაზე.

შეხვედრას წინ უძღოდა ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან.

მსგავსი