სერგეი ლავროვი - სომხეთი ზურგს თუ აქცევს მოკავშირეებს, ეს ნაკლებად თუ მოუტანს მას სარგებელს
სერგეი ლავროვი - სომხეთი ზურგს თუ აქცევს მოკავშირეებს, ეს ნაკლებად თუ მოუტანს მას სარგებელს

სომეხ ხალხს ნაკლებად მოუტანს სარგებელს, თუ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, ზურგი აქციოს ევრაზიელ მეზობლებს და მოკავშირეებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ყირგიზეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმთა მინისტერიალზე განაცხადა.

„ჩვენ არანაირ ზეწოლას არ ვახორციელებთ სომხეთის მმართველ წრეებზე, დაველოდებით სიცხადეს ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ თუ სომხეთი ზურგს აქცევს თავის მოკავშრეებს, უახლოეს პარტნიორებს, მეზობლებს, ეს ნაკლებად თუ იქნება სასარგებლო სომეხი ხალხისთვის“, – განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ესწრება ყირგიზეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მინისტერიალს. სომხეთმა ამ ორგანიზაციაში წევრობა შარშან, ზაფხულში „გაყინა“.