სერგეი ლავროვი – სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ აზრს მალე შეიცვლის
სომხეთი მალე შეიცვლის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ აზრს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამჟამად „ფლანგავს“ თავის ყველა ეკონომიკურ უპირატესობას.
„ეკონომიკურად, ევროკავშირი, მრავალი ფაქტორის გამო, მათ შორის საკუთარი მოკლე ხედვის, რომ არ ვთქვა სისულელის გამო, კარგავს თავის უპირატესობებს. ინერციის გამო ქვეყნები – ჩვენი სერბი მეგობრები და ახლა ჩვენი სომეხი კოლეგები – აგრძელებენ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან მალე დაკარგავენ ამ სურვილს“, – განაცხადა ლავროვმა.