სერგეი ლავროვი - სკრიპალების მოწამვლის საქმეში სიმართლის დადგენა დასავლეთის ინტერესებში არ შედის
სერგეი ლავროვი - სკრიპალების მოწამვლის საქმეში სიმართლის დადგენა დასავლეთის ინტერესებში არ შედის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმის გამოძიებაში სიმართლის დადგენა დასავლეთის ინტერესებში არ შედის.

მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუცია სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ დასავლეთის „ნამდვილი ზრახვები“ გამოევლინათ. ამას კი სირიის დუმაში საერთაშორისო გამომძიებლების მიერ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღით თავდასხმის ადგილის შესწავლით დაადგენდნენ, რასაც რეზოლუცია ითვალისწინებდა.

აღნიშნული რეზოლუციის პროექტი გასულ ღამეს გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო, რადგან მან კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა.

ლავროვის შეფასებით, სკრიპალების მოწამვლაში რუსეთს ბრალს უსაფუძვლოდ სდებენ და ეს დასავლეთის მხრიდან რუსოფობიური პოლიტიკის გატარების ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია.

დატოვე კომენტარი