სერგეი ლავროვი - სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ნატო-ს ხელმძღვანელობით უსაფრთხოების ზონის შექმნის იდეა არაფერს კარგს არ მოიტანს
სერგეი ლავროვი - სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ნატო-ს ხელმძღვანელობით უსაფრთხოების ზონის შექმნის იდეა არაფერს კარგს არ მოიტანს

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ნატო-ს ხელმძღვანელობით უსაფრთხოების ზონის შექმნის იდეა არაფერს კარგს არ მოიტანს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

სერგეი ლავროვის თქმით, უკვე არსებობს რუსეთსა და თურქეთს შორის შეთანხმება, რომელიც სირიაში ვითარების დარეგულირებას ისახავს მიზნად.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა, რომელიც გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს ეკუთვნის, კრიტიკულად იქნა მიღებული თავად გერმანიის მთავრობის სხვა წარმომადგენლების მიერ.

„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უცნაური განცხადებები გააკეთა, რომ ნატო-ს რამდენიმე წევრი იდეას მხარს უჭერს, რამდენიმე კი არც ისე პოზიტიურადაა განწყობილი. თუ საუბარია იმაზე, რომ ნატოს წევრებს ამ დავალების თავის თავზე აღება სურთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს იდეა არაფერ კარგს არ მალავს და არ არის საჭირო კარგისგან კარგის ძებნა. არის რუსეთ-თურქეთის შეთანხმება, რომელსაც მხარს უჭერს როგორც დამასკო, ასევე ქურთები. ის უნდა შესრულდეს,“ – თქვა ლავროვმა.