სერგეი ლავროვი – სირია დაინტერესებულია ტარტუსსა და ხმეიმში რუსული სამხედრო ბაზების შენარჩუნებით, რომლებიც შესაძლოა, ჰუმანიტარულ ცენტრებად გადაკეთდეს
სირია დაინტერესებულია ტარტუსსა და ხმეიმში რუსული სამხედრო ბაზების შენარჩუნებით, რომლებიც შესაძლოა, ჰუმანიტარულ ცენტრებად გადაკეთდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ საკითხში მოსკოვი მასპინძელი ქვეყნის, სირიის არაბული რესპუბლიკის ინტერესებს ეყრდნობა. ლავროვმა აღნიშნა, რომ, ახალი პირობების გათვალისწინებით, ამ ბაზებს შეუძლიათ არა სამხედრო საგუშაგოების, არამედ სხვა როლი შეასრულონ.
„აფრიკაში ჰუმანიტარული ნაკადების მოწესრიგების საჭიროების გათვალისწინებით, ეს, შეიძლება, იყოს საზღვაო და საჰაერო ბაზები, რომლებიც ჰუმანიტარული ცენტრების როლს შეასრულებენ ჰუმანიტარული მარაგების გასაგზავნად, მათ შორის საჰარა-საჰელის ზონაში და სხვა ქვეყნებში“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.