სერგეი ლავროვი - შავიზღვისპირა რეგიონს შეუძლია გახდეს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი წყარო
სერგეი ლავროვი - შავიზღვისპირა რეგიონს შეუძლია გახდეს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი წყარო

შავიზღვისპირა რეგიონს შეუძლია გახდეს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი წყარო და ევრაზიის სივრცეში ლოგისტიკის საყრდენი პუნქტი, – ამის შესახებ ბულგარულ გამოცემა „საერთაშორისო ცხოვრებასთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„შავიზღვისპირეთი აერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფოს, რომლებიც ამავე დროს მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, ერთმანეთთან გადაჯაჭვულები ისტორიულად და ეკონომიკურად. აქ ერთმანეთს კვეთს ძველი და იქმნება ახალი სავაჭრო გზები, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნები. რეგიონს აქვს ყველა შანსი, გახდეს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი წყარო, ევრაზიულ სივრცეში ლოგისტიკურ ჯაჭვში საყრდენი პუნქტი. ამგვარად, ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი სახეზეა, მთავარია მისი სწორად რეალიზება“, – განაცხადა ლავროვმა.

გარდა ამისა, შავი ზღვის რეგიონის პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ საჭიროა რეგიონში დაძაბულობის განმუხტვა.

„ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ კოლექტიური ქმედებებით, „ნულოვანი ჯამის თამაშებზე“, არარეგიონული მოთამაშეების მიერ სტერეოტიპებისა და შაბლონების თავს მოხვევაზე უარის თქმით“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი ფაქტორი შესაძლოა გახდეს ეკონომიკა.

დატოვე კომენტარი