სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა ვერ მოაგვარებს ისეთ პრობლემას, როგორიცაა თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის გააქტიურება
სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა ვერ მოაგვარებს ისეთ პრობლემას, როგორიცაა თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის გააქტიურება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა ვერ მოაგვარებს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა თბილისსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის გააქტიურება. ამის შესახებ ლავროვმა რადიოსადგურ „კამსამოლსკაია პრავდას“ ეთერში წამყვანების შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„წარმოიდგინეთ, ჩვენ გავწყვიტეთ ურთიერთობები, ბაზა კი მაინც ააშენეს, ბიოლაბორატორია მაინც მუშაობს და რა? მიგაჩნიათ, რომ უნდა ვუპასუხოთ, რათა საკუთარი თავი წარმოვაჩინოთ? გარწმუნებთ, ისინი იპოვიან არსებობის საშუალებას. მე მინდა სხვა მხრიდან მივუდგე. თქვენ გვთავაზობთ, „დავახრჩოთ“ საქართველო? რისთვის?“, – განაცხადა ლავროვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის აქტიურად ვითარდება ტურიზმი და ვაჭრობა.

„დაფრინავენ სავსე თვითმფრინავები, დაფრინავენ ტურისტები. ვაჭრობა მაღალ დონეზეა. ჩვენ, მგონი, საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი ვართ. რეგულარულად იმართება ღონისძიებები სამოქალაქო საზოგადოების ხაზით“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.