სერგეი ლავროვი - რუსი სამხედროების მიერ ქალაქ ბუჩას დატოვებიდან ორი დღის შემდეგ ვნახეთ ინსცენირება ქუჩებში, რომელიც ახლა გამოიყენება რუსეთისთვის ძირის გამოსათხრელად
სერგეი ლავროვი - რუსი სამხედროების მიერ ქალაქ ბუჩას დატოვებიდან ორი დღის შემდეგ ვნახეთ ინსცენირება ქუჩებში, რომელიც ახლა გამოიყენება რუსეთისთვის ძირის გამოსათხრელად

მორიგი ყალბი საინფორმაციო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ბუჩაში, მას შემდეგ, რაც ქალაქი რუსმა სამხედროებმა შეთანხმებისა და გეგმის მიხედვით დატოვეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსი სამხედროების მიერ ქალაქის დატოვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ „მოხდა ყალბი ვიდეოკადრების ინსცენირება, რომელიც ახლა უკრაინის წარმომადგენლებისა და მათი დასავლელი პატრონების მიერ ყველა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება“.

„რუსმა სამხედროებმა ქალაქი 31 მარტს სრულად დატოვეს. 31 მარტს ბუჩას მერმა საზეიმოდ განაცხადა, რომ ყველაფერი მოგვარებულია და ორი დღის შემდეგ ჩვენ ვნახეთ ის ინსცენირება ქუჩებში, რომელიც ახლა გამოიყენება რუსეთისთვის ძირის გამოსათხრელად“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.