სერგეი ლავროვი - რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში ცალ კარში თამაში არ იქნება
სერგეი ლავროვი - რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში ცალ კარში თამაში არ იქნება

რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში „ცალ კარში თამაში“ არ იქნება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრის შემდეგ ამერიკელების განცხადებებში ჩანს, თითქოს ისინი პრეზიდენტების შეხვედრისას დიპლომატიური პერსონალის დაბრუნებაზე, ჰაკერების თავდასხმებსა და პატიმრებზე ცალმხრივ მოთხოვნებს აჟღერებდნენ.

ლავროვი ამბობს, რომ ეს არ არის მიდგომა, რომელზეც პრეზიდენტებმა ისაუბრეს.

„ძალიან მსურს, ვინც სამიტის შედეგებზე კომენტარს აკეთებს, ასე გაგვიგონონ: არ იქნება ცალ კარში თამაში“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.