სერგეი ლავროვი – რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მარტივად არ მიმდინარეობს

15:56, 08.04.2022

რუსეთს და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მარტივად არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ლავროვის თქმით, მოსკოვი შეეცდება, უზრუნველყოს მოლაპარაკებების პროცესის ყველა ამოცანის შესრულება.

„მე გავუზიარე ჩემს კოლეგას და მეგობარს, როგორ ვითარდება მოლაპარაკებათა კონტაქტები რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის. მოლაპარაკებები მარტივად არ მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ მოლაპარაკებების წინაშე დასახული ყველა ამოცანა შესრულდეს. დასავლეთმა რუსოფობიურ აურზაურში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მექანიზმი გააუქმა“, – თქვა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მსგავსი