სერგეი ლავროვი - რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენს ამერიკელ კოლეგებს არ სურთ
სერგეი ლავროვი - რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენს ამერიკელ კოლეგებს არ სურთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკელები აკეთებენ ყველაფერს, რათა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „საქართველოს რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი კარპენტერი, რომელიც აქტიურად მუშაობდა კულუარებში და ასევე ღიად თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობების განვითარება არ შეიძლება“

„ვშიშობთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ამერიკელი კოლეგები ცდილობენ, გააკეთონ ყველაფერი, რათა არ დაუშვან რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება. ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს პარლამენტში მოწყობილ პროვოკაციამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისს სტუმრობდა ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი კარპენტერი. ის აქტიურად მუშაობდა არა მხოლოდ კულუარებში, არამედ საჯაროდაც გამოვიდა მოწოდებით, რომ რუსეთთან ურთიერთობების განვითარება არ შეიძლება. ეს ასპექტი არ უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

დატოვე კომენტარი