სერგეი ლავროვი - რუსეთი კვლავ ღიაა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის, თუმცა ეკონომიკური კავშირების იმედი არ გვაქვს, აშშ-ის მიზანი გლობალური ეკონომიკური დომინირებაა
სერგეი ლავროვი - რუსეთი კვლავ ღიაა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის, თუმცა ეკონომიკური კავშირების იმედი არ გვაქვს, აშშ-ის მიზანი გლობალური ეკონომიკური დომინირებაა

რუსეთი კვლავ ღიაა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის, თუმცა, ვაშინგტონის მიერ უკრაინის ომის დასრულების მცდელობების მიუხედავად, ეკონომიკური კავშირების იმედი არ გვაქვს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა TV BRICS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი აშშ-თან ეკონომიკურ ურთიერთობაში „ნათელ მომავალს“ ვერ ხედავს, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები მაქსიმალურად ფოკუსირებულია ეკონომიკურ დომინაციაზე.

ლავროვმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ტრამპს მტრული დამოკიდებულება აქვს BRICS-ის ბლოკის მიმართ.

„ამერიკელები თავად ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს ამ გზაზე BRICS-ში ინტეგრაციისკენ. ჩვენ უბრალოდ იძულებულნი ვართ, ვეძებოთ დამატებითი, დაცული გზები BRICS-ის ქვეყნებთან ჩვენი ფინანსური, ეკონომიკური, ლოგისტიკური და სხვა პროექტების განვითარებისთვის“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.