სერგეი ლავროვი - რუსეთი იმედოვნებს, რომ დასავლეთი, აშშ-ის მეთაურობით, არ წააქეზებს უკრაინელ პოლიტიკოსებს დონბასში კონფლიქტის გასაჩაღებლად
სერგეი ლავროვი - რუსეთი იმედოვნებს, რომ დასავლეთი, აშშ-ის მეთაურობით, არ წააქეზებს უკრაინელ პოლიტიკოსებს დონბასში კონფლიქტის გასაჩაღებლად

დონბასში ახალი ომის გაჩაღების მცდელობამ შეიძლება, უკრაინა გაანადგუროს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველი არხის გადაცემა „დიდ თამაშში“ განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ დასავლეთი, აშშ-ის მეთაურობით, არ წააქეზებს უკრაინელ პოლიტიკოსებს დონბასში კონფლიქტის გასაჩაღებლად.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ თქვა, მაგრამ ეს განცხადება დღესაც აქტუალურია, რომ ის, ვინც დონბასში ახალი ომის გაჩაღებას შეეცდება, უკრაინას გაანადგურებს“, – განაცხადა ლავროვმა.