სერგეი ლავროვი - რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტაზე მზადყოფნას გამოთქვამს. თუ ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციებს დააწესებს, რომელიც ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის, მოსკოვი მზად არის, ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ლავროვის განცხადებით, რუსეთს მსოფლიო ცხოვრებისგან იზოლირება არ სურს, თუმცა ამისთვის მზად უნდა იყოს. მისი თქმით, ურთიერთობის გაწყვეტა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხელისუფლება ზოგიერთ სფეროში სანქციების დაწესებას ხელახლა დაინახავს, რომელიც ეკონომიკის ყველაზე მგრძნობიარე სფეროებს რისკებს შეუქმნის.
„თუ მშვიდობა გსურს, ემზადე ომისთვი“ – აღნიშნა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი მოსკოვში 4 თებერვლას ჩავიდა. მან შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან გამართა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლავროვმა ევროკავშირს „არასაიმედო პარტნიორი“ უწოდა. ამავე ვიზიტის დროს რუსეთიდან 3 ევროპელი დიპლომატის გაძევების შესახებ გახდა ცნობილი. ამის მიზეზად დიპლომატების რუსი ოპოზიციონერის, ალქსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე დასწრება დასახელდა.
ჟოზეფ ბორელმა დიპლომატების გაძევება მკაცრად დაგმო და რუსეთს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა. როგორც ბორელმა აღნიშნა, ლავროვთან შეხვედრამ დაადასტურა, რომ ევროპა და რუსეთი სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხს 22 თებერვალს განიხილავენ.