სერგეი ლავროვი - რუსეთი და ჩინეთი გააგრძელებენ თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, როგორც თავიანთი ურთიერთობის მუდმივი განმტკიცების ნაწილს
სერგეი ლავროვი - რუსეთი და ჩინეთი გააგრძელებენ თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, როგორც თავიანთი ურთიერთობის მუდმივი განმტკიცების ნაწილს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი და ჩინეთი გააგრძელებენ თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლაში, როგორც თავიანთი ურთიერთობის მუდმივი განმტკიცების ნაწილს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მადლობას ვუხდი ჩინურ მხარეს 22 მარტს მოსკოვის რეგიონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით მწუხარების გამოხატვისთვის, რუსეთის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ლავროვმა პეკინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან მოლაპარაკების შემდეგ.

ლავროვმა პეკინში ოფიციალური ვიზიტისას მადლობა გადაუხადა ჩინეთს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა ჯგუფის გაგზავნისთვის.

„ჩვენი ლიდერების წყალობით, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებმა ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთობის უპრეცედენტო დონეს მიაღწია. ვლადიმერ პუტინის ხელახალი არჩევით, მათმა ყოვლისმომცველმა ურთიერთობამ მიიღო დამატებითი გარანტიები“, – აღნიშნა ლავროვმა.