სერგეი ლავროვი - რუსეთი არასოდეს მიისწრაფოდა საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესებისკენ
სერგეი ლავროვი - რუსეთი არასოდეს მიისწრაფოდა საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესებისკენ

რუსეთი არასოდეს მიისწრაფოდა საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესებისკენ, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბრის დროს სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, რუსეთში ქართველი ხალხის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ არის.

„ჩვენ არასოდეს მივისწრაფოდით საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესებისკენ. სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს, საქართველოს წინა ხელისუფლებამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა და გამუდმებით ცდილობდა, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთქმედება შეეზღუდა. შემდეგ ეკონომიკამ თავისი გააკეთა. ის, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ძალიან კარგად ახსოვს, რამდენად მჭიდრო იყო ჩვენი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები. ახლა ვაჭრობა აღდგა. არ მგონია, რომ ამისგან ვინმე უკმაყოფილებას განიცდიდეს,“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.