სერგეი ლავროვი – რაც უფრო მეტ ხანს დააყოვნებენ უკრაინა და დასავლეთი მშვიდობიანი მოგვარების საკითხს, მით უფრო რთული იქნება მოლაპარაკება

18:59, 28.06.2023

რაც უფრო მეტხანს დააყოვნებენ უკრაინა და დასავლეთი მშვიდობიანი მოგვარების საკითხს, მით უფრო რთული იქნება მოლაპარაკება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მთელი დასავლეთი და უკრაინა უარს ამბობენ მოლაპარაკებებზე და დასავლეთის მხრიდან უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სერიოზული წინადადებები არ ყოფილა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, ზოგიერთი ქვეყანა უკრაინაში ჯარებს გზავნის დაქირავებული მებრძოლების საფარქვეშ და კონფლიქტის ზონაში ბევრი უცხოელი სპეციალისტია.

მსგავსი