სერგეი ლავროვი - ქურთები და სირია გამოთქვამენ მზადყოფნას, დიალოგი რუსეთის დახმარებით წარიმართოს
სერგეი ლავროვი - ქურთები და სირია გამოთქვამენ მზადყოფნას, დიალოგი რუსეთის დახმარებით წარიმართოს

ქურთები და სირია გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ დიალოგი რუსეთის დახმარებით წარიმართოს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, მოსკოვი მზად არის, მხარეებს შორის დიალოგს მხარი დაუჭიროს.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთსა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დიალოგი საჭიროა და რუსეთი ასევე მზად არის, მხარდამჭერი როლი შეასრულოს, წაახალისოს პირდაპირი კონტაქტები.

„ქურთებს და დამასკოს შორის დიალოგი საჭიროა. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ დიალოგს. ორივე მხარე გამოხატავს ინტერესს რუსეთის მიმართ, რომ დავეხმართ პროცესს. ასევე საჭიროა დიალოგი თურქეთს და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის, სადაც ჩვენ ასევე მზად ვართ, რომ ვითამაშოთ მხარდამჭერი როლი პირდაპირი კონტაქტების წასახალისებლად“ – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, ანკარამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. 17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის ვიცე-პეზიდენტ მაიკ პენსსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ოპერაციის ხუთი დღით შეჩერების შესახებ განაცხადა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში მყოფმა სირიელმა ქურთებმა 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

დატოვე კომენტარი