სერგეი ლავროვი - პრეზიდენტი პუტინი არასდროს არიდებს თავს კონტაქტებს, მაგრამ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის
სერგეი ლავროვი - პრეზიდენტი პუტინი არასდროს არიდებს თავს კონტაქტებს, მაგრამ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის

ეს საკმაოდ კარგად ცნობილი საკითხია. პრეზიდენტი პუტინი არასდროს თავს არ არიდებს კონტაქტებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის გულისთვის. უნდა არსებობდეს სპეციფიკური განსახილველი საკითხები, – ამის შესახებ რუსეთისსაგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვმა კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთისა და პოლონეთის ჩართულობით სურს შეხვედრა.

ამასთან, ლავროვის თქმით, აღნიშნული შეხვედრა თუ შედგება, კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.

„ჩვენ შევეხეთ ამ თემას ბატონ კულებასთან და მე შევახსენე მას, რომ ჩვენ ყოველვის მხარს ვუჭერთ შეხვედრას, თუ იქნება დამატებითი ღირებულება და ჩვენ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას უკანასკნელი წლების განმავლობაში. ანუ, უნდა მოხდეს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება აღნიშნულ შეხვედრაზე იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომ იგი იქნება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში და პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენჯერმე მოითხოვა შეხვედრა. ჩვენ უკრაინელ კოლეგებს შევახსენეთ, რომ სამიტი ჩატარდა 2019 წელს და ყველა გადაწყვეტილება არსებობდა კიევისთვის შესასრულებლად, კიდევ ითხოვენ შეხვედრას და ჩვენ შევძლებთ პარიზის კომუნიკეს შესრულებას. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ისინი ჩაანაცვლებენ პრობლემის არსს. მათ სურთ გაფართოებული ფორმატი ამერიკელების, პოლონელების ჩართვით. შემდეგ გადაწყვიტეს რიგასთან კონტაქტი. ბევრი აქვს გადასაწყვეტი კიევის ხელმძღვანელობას და ჩანაცვლება არ გვინდა, მოხდეს შეთანხმების შესრულებისა რაღაცის თვალში ნაცრის შეყრის თვალსაზრისით. იქნება შესაძლებლობა შევხვდეთ, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოები უნდა უძღვოდეს ამას, ბელორუსში მიდის მოლაპარაკებები და უკრაინულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები“, – განაცხადა ლავროვმა.