სერგეი ლავროვი - პრეზიდენტ ზელენსკის მმართველობის პერიოდში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა
სერგეი ლავროვი - პრეზიდენტ ზელენსკის მმართველობის პერიოდში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა

პრეზიდენტ ზელენსკის მმართველობის პერიოდში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში, ეუთო-ს გენერალურ მდივან თომას გრემინგერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სერგეი ლავროვის თქმით, ნორმანდიული სამიტი ფორმალობისთვის არ უნდა ჩატარდეს და მთავარი ამოცანა საკონტაქტო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სამხედრო ძალებმა ქალაქ ზოლოტოედან გასვლა დაიწყეს, თუმცა ულტრარადიკალური მოხალისეთა ბატალიონები გასვლას არ აპირებენ და არც უკრაინის არმიას დაანებებენ გასვლას.

სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, უზრუნველყოფს მისი ბრძანებების აღსრულებას.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პეტროვსკოეს დასახლებიდან ჯარების გაყვანა შესაძლოა, 4 ნოემბერს დაიწყოს.