სერგეი ლავროვი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, დიმიტრი მედოევს ხვდება
სერგეი ლავროვი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, დიმიტრი მედოევს ხვდება

მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე ლავროვმა და მედოევმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს.

სერგეი ლავროვის თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნება რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის არსებული შეთანხმებების შესრულება, ასევე საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე ქმედებების კოორდინაცია, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში.

თავის მხრივ, ცხინვალის საოკუპაციო ხლეისუფლების წარმომადგენელმა დიმიტრი მედოევმა აღნიშნა, რომ რუსეთი „სამხრეთ ოსეთის სტრატეგიული პარტნიორია“.