სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს შეხვდება
სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს შეხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს შეხვდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები იქნება.

რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რთული რეგიონული მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე კი აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული და რუსი მესაზღვრეები აფხაზეთს „საზღვრების“ გაკონტროლებაში ეხმარებიან.