სერგეი ლავროვი - ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების კატასტროფული ზრდა ალიანსის კოლაფსს გამოიწვევს
სერგეი ლავროვი - ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების კატასტროფული ზრდა ალიანსის კოლაფსს გამოიწვევს

ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების კატასტროფული ზრდა ალიანსის კოლაფსს გამოიწვევს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ჟურნალისტმა ლავროვს კითხვა დაუსვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინსტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადების შესახებ, რომ რუსეთის მიერ სამხედრო ხარჯების ზრდა კოლაფსს გამოიწვევს.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, მისი აზრით, ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდა გამოიწვევს კოლაფსს.

„ჩემი შეფასებით, ნატო-ს წევრი ქვეყნების ბიუჯეტის ზრდა ამ ორგანიზაციის კოლაფსს გამოიწვევს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, გეგმავს სამხედრო ხარჯების შემცირებას და ჯანსაღი აზრით ხელმძღვანელობას. „არა გამოგონილი და თითიდან გამოწოვილი საფრთხეებით, როგორც ამას აკეთებენ ნატო-ს წევრი ქვეყნები, მათ შორის, სიკორსკი“,- აღნიშნა ლავროვმა.